ბიძინა კულუმბეგოვი: ისრაელის მაგალითით ხშირად გვიპირისპირდება ვაქცინებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხი – ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია
“ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია, ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია.
“ისრაელის მაგალითით ხშირად გვიპირისპირდებიან ვაქცინებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხი, აი, ხომ ხედავთ, იქ ისევ მაღალია შემთხვევები და შედარებით მაღალია სიკვდილიანობა.
ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია, ევროპის და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით.
ერთი რამე თვალსაჩინო და უდავოა, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია”, – წერს კულუმბეგოვი.