დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე აცრების პარალელურად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია.
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება აუცილებელია. მომავალ კვირაში დაიწყება სამედიცინო პერსონალის, ორსულების და დიალეზზე მყოფი პირების აცრა. შემდგომ, ოქტომბერში, ქვეყანაში მეორე და მესამე პარტია რომ შემოვა, უფრო გაფართოვდება რისკ ჯგუფები. დაემატება ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.