“თალიბანი” ავღანეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს

მოძრაობა “თალიბანი” ავღანეთში სიკვდილით დასჯას აღადგენს – ამასთან დაკავშირებით “თალიბანის” ლიდერებმა associated press-თან ისაუბრეს.

როგორც მულა ნორუდინ ტურაბიმ აღნიშნა, განიხილება, რომ სიკვდილით დასჯა აღდგება, მაგრამ ეს ყველაფერი საჯაროდ არ მოხდება. მისი თქმით, ‘თალიბანმა’ უარი თქვა მოედანზე ხალხის წინ საჯაროდ სიკვდილით დასჯაზე, როგორც ადრე ხდებოდა, მაგრამ ამავდროულად საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ ავღანეთში დაწესებულ ახალ წესებში არ ჩარეულიყვნენ.

”ყველამ გაგვაკრიტიკა სტადიონზე დასჯის გამო, მაგრამ ჩვენ არასოდეს არაფერი გვითქვამს მათ კანონებსა და მათ სასჯელებზე. არავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს ჩვენი კანონები. ჩვენ მივყვებით ისლამს და ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენს კანონებს ყურანის შესახებ”, – განუცხადა ტურაბმა Associated Press-ს.

გარდა სიკვდილით დასჯისა, ტურაბის თქმით, ავღანეთში ქურდობისთვის სასჯელი გამკაცრდება და ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები