ზაალ ანჯაფარიძე: ის, რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკანორ მელიამ ჩაიდინა, მე მგონი, გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს როგორც ევროკავშირისა და აშშ-თვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ნიკანორ მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ ინცინდენტს ეხმიანება.

“ის, რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკანორ მელიამ ჩაიდინა, მე მგონი, გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს როგორც ევროკავშირისა და აშშ-თვის, ისე – ჩვენი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა, ვინც მელიას ამ ამაზრზენ გამოხდომას უყურა და მოუსმინა, თავისთვის გაიფიქრა, თუ რას იზამს ეს სექტა და მათი სატელიტები ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში?!

დიახ, იქ ევროკავშირის ოფისთან მარტო ნიკანორ მელია კი არა, მისი სახით მთელი “ნაცმოძრაობა” იდგა მისი ბევრი კუდით. მელია შეიძლება, თბილისში დაიბადა, გაიზარდა, მაგრამ პროვინციული სული მასში თბილისმაც კი ვერ მოსპო.

კარგია, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის ოფისთან მოხდა, კიდევ არაერთხელ დაატრიალებენ და შეხედავენ იმ კადრებს, დარწმუნდებიან “ნაცების” ფსევდო-დასავლურობაში და მიხვდებიან ვისთანაც აქვთ საქმე“, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები