ანდრია გვიდიანი: ხულიგანმა მელიამ რაც იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება

“ხულიგანმა მელიამ რაც იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამ ინფუზორიის ერთადერთი დანიშნულება არის პროვოკატორობა და აურზაურის შექმნა – მეტი რესურსი, უბრალოდ, არ აქვს. მან არ იცის, რა ელაპარაკოს ხალხს, არ იცის, როგორ მიიმხროს მოქალაქეები და აქტუალობის შენარჩუნების ყველაზე მარტივ გზას მხოლოდ დესტრუქციაში ხედავს“, – წერს ექსპერტი, ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მათი ყოველი წარუმატებლობის ავტორი და ყველაზე მძიმე მეტოქე სწორედ ირაკლი კობახიძეა. ამიტომ, ყველაფერს კადრულობენ მისი პოლიტიკური განეიტრალებისთვის.

,,ხულიგანმა მელიამ რაც იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამ ინფუზორიის ერთადერთი დანიშნულება არის პროვოკატორობა და აურზაურის შექმნა – მეტი რესურსი უბრალოდ არ აქვს. მან არ იცის, რა ელაპარაკოს ხალხს, არ იცის, როგორ მიიმხროს მოქალაქეები და აქტუალობის შენარჩუნების ყველაზე მარტივ გზას მხოლოდ დესტრუქციაში ხედავს.

გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ პროვოკაციების მოწყობა შეგნებულად ხდება. დღეს “ქართული ოცნების” ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი სწორედ ირაკლი კობახიძეა. შესაბამისად, ყველა პარტია, ნაციონალებიდან დაწყებული გახარიათი დამთავრებული, პერსონალურად მის წინააღმდეგ იბრძვის. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მათი ყოველი წარუმატებლობის ავტორი და ყველაზე მძიმე მეტოქე სწორედ ირაკლი კობახიძეა. ამიტომ, ყველაფერს კადრულობენ მისი პოლიტიკური განეიტრალებისთვის. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მელიასნაირი ამფიბიები ვერ შეძლებენ მის დასუსტებას’’, – წერს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები