ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – კონსტანტინე კაკავა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში – ირაკლი ჩიქოვანი გაეცნენ.

ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე იგება.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კოსტავას ქუჩაზე უახლოეს პერიოდში დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოქალაქეები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. მათივე ინფორმაციით, იწყება 20-მდე გზის რეაბილიტაცია, როგორც ქალაქის, ისე – სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კოსტავას ქუჩის გზა წლების განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები