მიხეილ სარჯველაძე: დიდი იმედი მაქვს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს და პირველივე ტურში გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გვექნება

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს და, შესაბამისად, პირველივე ტურში გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გვექნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, განწყობა პოზიტიურია, რაც მხარდაჭერის იმედს იძლევა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ განწყობა საკმაოდ დადებითია, პოზიტიურია. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მათ შორის, ეს უკავშირდება ჩვენი მომხრეებს მოსალოდნელ აქტივობას არჩევნებზე. დაიმედებულები ვართ და ველოდებით, რომ კარგი შედეგებით – ეს ნიშნავს, რომ პირველივე ტურში შევძლებთ გამარჯვებას მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში. ინფორმაციის მეორე წყარო გახლავთ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც ასევე საიმედო შედეგებზე მიანიშნებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები