ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ერთ-ერთი გამარჯვებული ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე გახდა

ვაქცინაციის წამახალისებელი პირველი ლატარია დღეს გათამაშდა. ყოველდღიურ ლატარიაში 100 და 500 ლარი გათამაშდა და გამოვლინდა 160 გამარჯვებული.

ერთ-ერთი გამარჯვებული ცნობილი ბლოგერი და პედაგოგი ლამარა აბჟანდაძეა, ამის შესახებ მან ,,ფეისბუქზე,, დაწერა:

“ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დასჭირდა? მაგრამ იმწამსვე მომახარა – ბებო, 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ – ხიდაშელზე, გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ, ლამარა აბჟანდაძე..
ყველას გირჩევთ, აიცრათ. ხოლო ვინც აცრილები ხათ, შეამოწმოთ საიტზე, მოიგეთ თუ არა”, – წერს აბჟანდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები