„მივდივართ იქამდე, რომ პოსტკოვიდური სინდრომი ერთერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს“ – დევი ტაბიძე

“მივდივართ იქამდე, რომ პოსტკოვიდური სინდრომი ერთერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოსტკოვიდური სინდრომის შემთხვევები უკვე გამოკვეთილია.

„წელიწადის და თითქმის 9 თვის შემდეგ წამოვიდა ახალი, ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომი. ამას კლინიცისტები და ჰოსპიტლების მენეჯერები ველოდით. აღნიშნული აუცილებლად მოითხოვს მეტ ყურადღებას, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს დაავადება რა გართულებებს გამოიწვევს. პირველ ეტაპზე გამოკვეთილია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობები და სხვები. საბოლოოდ, მაინც მივდივართ იქამდე, რომ პოსტკოვიდური სინდრომი ერთერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომაროება იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები