ბექა ფერაძე: შესაძლოა, სპეციალური პორტალით გამოვლენილი „მწვანე ზონებისთვის“ პროტოკოლის მოთხოვნები შემსუბუქდეს

შეიქმნა პორტალი COVIDPASS.MOH.GOV.GE, რომელიც ბიზნესსექტორს საშუალებას აძლევს, საკუთარი ვიზიტორის კოვიდსტატუსი განსაზღვროს. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე არ გამორიცხავს, რომ პორტალის მეშვეობით გამოვლენილი „მწვანე ზონებისთვის“ შეზღუდვები შემსუბუქდეს.

„ეს მოგვცემს „მწვანე ზონების“ განსაზღვრის საშუალებას. არ გამოვრიცხავ, ვიმსჯელოთ და საბჭოს წარვუდგინოთ რეკომენდაცია, რომ „მწვანე ზონისთვის“ განსხვავებული პროტოკოლი დაწესდეს. პროტოკოლით, დახურულ სივრცეში 6 ადამიანია დაშვებული, მაგრამ თუ იქნება „მწვანე ზონა“, არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს ან, საერთოდ, ასეთი ობიექტების მიმართ პროტოკოლის მოთხოვნა არ იყოს, რადგან, ამ შემთხვევაში, რისკი შემცირებული იქნება. ეს პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს მეტ მოქნილობას, კოვიდთან ადაპტირებას და, მეორე მხრივ, მოქალაქეებს სთავაზობს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიიღონ ის სერვისი, რომელიც მათ ესაჭიროებათ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები