საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 54 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 54 პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 8 287-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 990 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.