სტუდენტებისთვის ვაქცინაციის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება – ვის ეხება რეგულაცია
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ, წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა.
ამის შესახებ საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აცრის დამადასტურებელი მოწმობის საპირწონედ, სტუდენტს შეუძლია, წარადგინოს საკუთარი ხარჯით, კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 6 თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის შესახებ ცნობა.
“სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ან 6 თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის დადასტურებული ცნობა”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.