მოლდოვაში, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოაქვთ
მოლდოვაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, 11 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმოქმედებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ალა ნემერენკომ განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 18 წელს ზემოთ პირები ვერ მოხვდებიან მასობრივ ღონისძიებებზე კოვიდდოკუმენტის წარდგენის გარეშე.
მინისტრის განმარტებით, საუბარია ღია ცის ქვეშ ღონისძიებებზე, როგორებიც არის სხვადასხვა სახის ბაზრობა და ფესტივალი, ასევე, საზოგადოებრივ დაწესებულებებზე, როგორებიც არის კლუბები, საცეკვაო მოედნები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზი.
მოლდოვაში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის გაუარესებაა, სადაც დღიური საშუალო მაჩვენებელი 800-მდე შემთხვევას აღწევს.