SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე – ავთანდილ კასრაძე და „აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელი – მიხეილ ხიდურელი აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში – ლევან ბერიძე. ვიზიტის ფარგლებში GITA-სა და Catapult-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ფონდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. შესაბამისად, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, ინვესტიციები მოიზიდონ ფონდიდან და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე.
სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრები გაიმართა Founders Fund-ის პარტნიორთან Trae Stephens-თან და Craft Ventures-ის პარტნიორ Brian Murrey-სთან. 500Startups-ის პროგრამის Showcase Day სან-ფრანცისკოში გაიმართა და 500Georgia პროგრამის მონაწილე ოთხი სტარტაპი Payze • ფეიზი, Agrolabs, Cardeal.ge და Cargon • კარგონი აქსელერაციის ბოლო ეტაპის პარალელურად უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. საქართველოში დატა ცენტრების გახსნისა და დეველოპერული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა Oracle-თან , რაც ქართველი IT სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში, ხოლო ქართულ სტარტაპებს – Oracle-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას.
ასევე, ვიზიტის შედეგად, SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა. შესაბამისად, საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან მოხდება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები