ეკატერინე ტიკარაძე: “ტოცილიზუმაბის“ შემოტანა გრძელდება – კლინიკების ვალდებულებაა, უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ტოცილიზუმაბის“ ფასი დასტაბილურებულია და კლინიკებს აქვთ საშუალება, პრეპარატი შეიძინონ.
მისივე თქმით, კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება.
„ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და, ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებით. კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ ეს პრეპარატი არაგაზრდილი ფასით შეიძინონ, რაც არაერთხელ დაფიქსირდა, როგორც პრობლემა. ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეზღუდვას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება. დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პრეპარატის შემოტანა გრძელდება. ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ესაჭიროებოდა. ჩვენ შევეცდებით ამ პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.