ალექსანდრე გოგინავა: თუ ეპიდსიტუაცია გაუარესებისკენ წავიდა და ეს გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, შეიძლება მივიღოთ სამედიცინო და კლინიკური სექტორის კოლაფსი
“შეზღუდვების და ვაქცინაციის შედეგს დავინახავთ დაახლოებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის მინიმუმ 30% იქნება ორჯერადად ვაქცინირებული”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი, ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს.
მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესებისკენ წავიდა და ეს გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, შეიძლება სამედიცინო და კლინიკური სექტორი კოლაფსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
“შეზღუდვების და ვაქცინაციის შედეგს დავინახავთ დაახლოებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის მინიმუმ 30% იქნება ორჯერადად ვაქცინირებული. ორი კვირა იქნება ძალიან მძიმე და როგორც აღვნიშნე, თუ ყველანი გავაკეთებთ ჩვენს საქმეს კეთილსინდისიერად, ანუ, მოქალაქეები გაგებით მოეკიდებიან ამ ყველაფერს და დაიცავენ რეკომენდაციებს და დაემორჩილებიან იმ რეგულაციებს, რაც არსებობს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საავადმყოფოში იყოს სწორი ტრიაჟი და მოხვდნენ ის პაციენტები ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ამაში მოქალაქეების წვლილიც არის, და ასევე, ვაქცინაცია წავიდეს სწრაფი ტემპით, ამ შემთხვევაში, ჩვენ ორი კვირის განმავლობაში თუნდაც ამდენ შემთხვევაზე შეუძლია ჰოსპიტალურ სექტორს, მაქსიმალური დატვირთვით, ადამიანების 24-საათიანი შრომით და გარჯით, გაუძლოს. მაგრამ, თუ ეს გაიწელა და ეპიდსიტუაცია გაუარესებისკენ წავიდა და ეს გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამედიცინო სექტორის და კლინიკური სექტორის კოლაფსი”, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.