მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა

„რეალობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსული ოკუპაციის შედეგად ცხოვრობს, სწორედ, აქ, ამ საოკუპაციო ხაზზე ყველაზე თვალნათლივ იგრძნობა და ჩანს”, -განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა , რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა.

 

მაკა ბოჭორიშვილის თქმით,   საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად  უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.

 

„სამწუხაროდ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, რუსეთის ძალების მხრიდან კიდევ ხდება ადამიანების მოტაცება, ადამიანის  უფლებათა ძალიან უხეში დარღვევები. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ რუსული ოკუპაციაა, რომელსაც ერთიანი ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ და  ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები