დავით გადელია: კარგი იქნება, თუ აცრილი ადამიანებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება შემოღებული
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ აცრილი ადამიანებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება შემოღებული.
მისივე თქმით, ეს შეიძლება შეეხოს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ორგანიზაციებსაც.
„ძალიან კარგი იქნება, თუ აცრილი ადამიანებისთვის გარკვეული მოტივაცია და ბენეფიტები შეიქმნება. ეს შეიძლება შეეხოს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ორგანიზაციებსაც, მაგალითად, რესტორნებს. ძალიან ხშირად ექიმების მხრიდან ოდნავი ჭოჭმანიც კი მოქმედებს ადამიანებზე. სრულიად არაეთიკურია, ლიცენზიის ღირსებიც არ არიან ის ექიმები, რომლებიც ასე ექცევიან მოქალაქეებს“, – აცხადებს დავით გადელია.