ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში 40%-დან 50%-ში “დელტა შტამი” ცირკულირებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.
მისი თქმით, 40%-დან 50%-ში “დელტა შტამი” ცირკულირებს.
“მესამე ტალღა ჩვენ გარკვეულად გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და დღეს, დღევანდელი შემთხვევათა რიცხვი რაც გვაქვს – 2 700-ის ფარგლებში და ბოლო დღეების განმავლობაში ის უკვე სჭარბობს მესამე ტალღის პიკს, ანუ მაისის 17-ში რაც იყო. მაისის 17-დან იყო შემცირების ტენდენცია, რომელიც გაგრძელდა საკმაოდ კარგად, თუმცა ის არ ჩამოსულა ისეთ დონეზე, რომ დამაკმაყოფილებელი შეიძლება ყოფილიყო, დაახლოებით 25 ივნისამდე. 26 ივნისიდან ისევ დაიწყო ზრდა.
დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა ანუ თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. ფაქტია, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში გაუარესებულია, თუმცა ტემპი ზრდისა ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 10 დღე, 2 კვირა და შემდგომ შეიძლება იყოს ქვესვლა, ოღონდ ნელი ტემპით. ეს რომ შევაკავოთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია.
დაახლოებით, ჩვენ ახლა ვანგარიშობთ, უკვე 40%-დან 50%-ში ცირკულირებს დელტა შტამი ქვეყანაში”,- განაცხადა გამყრელიძემ.