ზაზა წერეთელი: როცა ქორწილი ტარდება, უნდა მიხვიდე და დააჯარიმო
როცა ქორწილი ტარდება, უნდა მიხვიდე და დააჯარიმო, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა bm.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა შეზღუდვები, მით უმეტეს როცა მოსახლეობა ბოლომდე არ იცავს კანონს და უყვარს მასობრივი თავშეყრები.
„ლოქდაუნს აღარავინ აცხადებს და არც არავის უნდა, რადგან ძალიან რთული იქნება. თუმცა ლოქდაუნის არარსებობა არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები არ გქონდეს დაწესებული. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები გქონდეს დაწესებული და არ აკონტროლო. საჭიროა შეზღუდვები, მით უმეტეს როცა ხედავ, რომ შენი მოსახლეობა ბოლომდე არ იცავს კანონს და უყვარს მასობრივი თავშეყრები.
უნდა გააკეთო შეზღუდვა, რომ მასობრივი თავშეყრა არ იყოს. ეს უნდა გააკეთო არა მარტო სიტყვით, რომ მხოლოდ ფურცელზე ეწეროს, არამედ საქმითაც. როცა ქორწილი ტარდება, უნდა მიხვიდე და დააჯარიმო“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.