რის კეთებას კრძალავდნენ საბჭოთა სკოლაში – 5 ცნობილი აკრძალვა

დისციპლინა საბჭოთა განათლების განუყრელი ნაწილი იყო. მრავალრიცხოვანი აკრძალვები არ ტოვებდნენ სივრცეს არჩევანისთვის და თვითგამოხატვისთვის, ხოლო ვინც მათ არღვევდა, ცუდი ბედი ეწეოდა.

ვინც საბჭოთა კავშირში იზრდებოდა, იცის, რომ სკოლა უფრო მეტი იყო, ვიდრე განათლების ინსტიტუტი. სკოლას მკაცრად განსაზღვრული წესები ჰქონდა – რა უნდა ჩაეცვა ყველა საბჭოთა ბავშვს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის, რა და როგორ დაეწერა და რომელი ხელით. ზოგი ბავშვი ზედმიწევნით ასრულებდა ამ წესებს, ზოგს კი, ეს ყველაფერი სძულდა.

არ შეიძლება მარცხენა ხელით წერა

გარკვეულ დრომდე საბჭოთა სკოლაში არ იყო, უფრო სწორად, ოფიციალურად, არ უნდა ყოფილიყო ცაცია. ცაციებს, უბრალოდ, მარჯვენა ხელით ასწავლიდნენ წერას. ითვლებოდა, რომ ცაციასთან ერთად სამომავლოდ მუშაობაც და ომიც გართულდებოდა, ვინაიდან იარაღი და ნებისმიერი სხვა რამ მხოლოდ მემარჯვენესთვის იქმნებოდა, სხვა შესაძლებლობა არც განიხილებოდა.

ცაციებს ისღა დარჩენოდათ, დანებებოდნენ ან ხანგრძლივი ომი გაემართათ მასწავლებლებთან.

„მამაჩემი მარცხენა ხელით წერდა და მას გადააჩვიეს. ამბობდა, რომ სახაზავითაც კი ურტყამდნენ ხელებზე. როდესაც მეც მარცხენა ხელით დავიწყე წერა და მასწავლებლები შემომიჩნდნენ – უნდა გადაგაჩვიოთო – მე მათ უბრალოდ არ ვუჯერებდი და დღემდე მარცხენა ხელით ვწერ“,- იხსენებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

გადაჩვევის“ ეს პრაქტიკა 1985-1986 წლებში ამოიღეს. ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ეს საშიში იყო ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

არ შეიძლება ბურთულიანი კალმით წერა

საბჭოელებს სჯეროდათ, რომ კალამი ლამაზი კალიგრაფიის მტერია, ამიტომ ისინი აკრძალული უნდა ყოფილიყო იმ დრომდე, სანამ ბავშვი იდეალურად წერას არ ისწავლიდა. ეს წესი დროებითი იყო და გამოიყენებოდა როგორც წესი, მხოლოდ სწავლების დასაწყისში.

არაფერი არ შეიძლება სკოლის ფორმის გარდა

ჯინსები, ჯემპრები, ყვავილებიანი კაბები და ფერადი ბანტები თმებისთვის – აკრძალული და მიუღებელი იყო. ყველა სტანდარტული და ერთნაირი უნდა ყოფილიყო.

არ შეიძლება მაკიაჟი და მანიკური

ამისთვის შესაძლოა გოგონა საკლასო ოთახიდან გაეგდოთ ან საჯაროდ ეცემათ. ბიჭები იგივე ბედს ზედმეტად გრძელი თმისთვის იზიარებდნენ. დღეს ეს ყველაფერი შესაძლოა სასამართლოზე განხილვის მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ იმ დროს მხოლოდ აღმზრდელობით ზომად ითვლებოდა.

არ შეიძლება საყურეების ტარება

იმისთვის, რომ მასწავლებელი საბოლოოდ გამოსულიყო წყობილებიდან, საკმარისი იყო სკოლაში საყურით მისულიყავით. გოგონებს მოკრძალებულ, ძალიან მცირე ზომის საყურეებს, როგორც წესი, პატიობდნენ, მაგრამ სხვა დანარჩენი საშინელ რეაქციას იწვევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები