„თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა სამგორის რაიონში ქუჩების მორეცხვის გეგმური სამუშაოები განახორციელეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა სამგორის რაიონში ქუჩების მორეცხვის გეგმური სამუშაოები განახორციელეს.
ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სრულად მოირეცხა და მოწესრიგდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები.
“მორეცხვის სამუშაოები ვიქტორ კუპრაძისა და ჯავახეთის ქუჩებზე ჩატარდა”, – წერია ინფორმაციაში.
