ყოველთა წმინდანთა კვირას კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა

დღეს, 2026 წლის 7 ივნისს, ყოველთა წმინდანთა კვირას, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და სხვა სასულიერო პირები.

“წირვაზე იმყოფებოდნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები. ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აზიარა და დალოცა.

წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა, ქადაგებით მიმართა და ასევე დალოცა რამდენიმე გვარი.

ქადაგების დასრულების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები