დავით ქართველიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: როდესაც საქართველო ხარ და შენში იტევ სანაცეთს – თავისი უცხოელი ბელადით, ფანჩატურის პარლამენტით ეს არის აუტანელი ტვირთი და დაუსრულებელი განსაცდელი

“როდესაც სანაცეთის “მოქალაქე” ხარ და სრულიად გამოსული ხარ საქართველოს სამართლებრივი ველიდან. წარმოადგენ რეციდივისტს პოლიტიკურ დამნაშავეს – ეს არის არანორმალური – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ.

მისი თქმით, ჩერგოლეიშვილი პირდაპირ ებრძვის ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს.
,,ხომ შეიძლება, იტალია იყო და შენში ვატიკანს ან სან-მარინოს იტევდე. ან და ესპანეთი იყო და ანდორას ეგუებოდე. მაგრამ, როდესაც საქართველო ხარ და შენში იტევ სანაცეთს – თავისი უცხოელი ბელადით, ფანჩატურის პარლამენტით, ჩრდილოვანი კოალიციური მინისტრთა კაბინეტით – ეს არის აუტანელი ტვირთი და დაუსრულებელი განსაცდელი.
როდესაც სანაცეთის “მოქალაქე” ხარ და სრულიად გამოსული ხარ საქართველოს სამართლებრივი ველიდან…როდესაც პოლიტიკურ დამნაშავე რეციდივისტს წარმოადგენ…როდესაც იგნორირებას კი არ ახდენ – პირდაპირ ებრძვი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, და ამავდროულად პოლიტიკურ, კრიმინალურ, “ჟურნალისტურ”, სექსუალურ უდანაშაულობების პრეზუმფციებს აყალიბებ, უმრავლესობის უფლებებისა და თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვის გზით – ეს არის არანორმალური. ეს არის კრემლისადმი დაუფარავი გზავნილი – რომ ეს სახელმწიფო თითქოს და ვერ შედგა, რომ მასში ბევრი რამ არ მუშაობს და ვერ იმუშავებს, განსაკუთრებით – ამ ოპოზიციის პირობებში. რომ არიქა, შეგიძლიათ დაასრულოთ ის პროცესი, რომელსაც ჩვენ 2008 წელს ჩავუყარეთო საფუძველი და ა.შ.
სხვანაირად როგორ გავიგოთ, რუსულ “სამ ასოზე” რომ აგზავნის ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს თამარ ჩერგოლეიშვილი, როდესაც ოფიციალურად უარს უცხადებს საქართველოს მართლმსაჯულებას თანამშრომლობაზე, რომელსაც აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნია საკუთარი დედის სამსახურებრივ ხელმძღვანელად КГБ-ს გენერალ-მაიორი ლევონ სტეფანიანი იყოს და აბსურდად თვლის ქართულ პროკურატურასთან პროცესუალურ ურთიერთობას, თუნდაც იმ თემებზე, რომლებზეც ულაზერო მანუალურ ეპილაციას თავად იკეთებენ მთელს სხეულზე.
და ბოლოს – “ორკების” პროკურატურაზე რომ საუბრობს სანაცეთის მოქალაქე, რომლის ლიდერიც კიევში მცხოვრები საურონია, როგორც მინიმუმ, ბიპოლარულ აშლილობაზე მიუთითებს”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები