Newsweek: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთიდან ბირთვული წყალქვეშა ნავის ტექნოლოგია მიიღო
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავების ფლოტის განვითარებისთვის რუსეთიდან ბირთვული რეაქტორი მიიღო. ამის შესახებ Newsweek-ი წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, კომენტარის მოთხოვნით რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ელექტრონული ფოსტით მიმართა, თუმცა, პეკინში ჩრდილოეთ კორეის საელჩომ ამ საკითხს არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობა დადეს, რომელიც ორივე მხარეს ორმხრივი სამხედრო დახმარების გაწევას ავალდებულებს.
გამოცემის მტკიცებით, ფხენიანმა მოსკოვისგან სამხედრო აღჭურვილობის სანაცვლოდ კრემლის უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჯარები და საბრძოლო მასალა მიაწოდა.