მედია: ევროკომისიამ შესაძლოა, 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტზე უარი თქვას

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტში დებულების ჩართვას განიხილავს, რომელიც 2027 წლის ბოლომდე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის თანდათანობით შეწყვეტას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ინდოეთისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებას ერიდება, ამიტომ ევროკომისია რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვაზეა ორიენტირებული.

„ევროკომისია… განიხილავს თავის ახალ სანქციების პაკეტში ისეთი დებულების ჩართვას, რომელიც 2027 წლის ბოლომდე აკრძალავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის სრულ იმპორტს, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები