ტრამპი აცხადებს, რომ არ ეთანხმება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ არ ეთანხმება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით.

„ამასთან დაკავშირებით არ ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს… ეს ჩვენი იშვიათი უთანხმოებებიდან ერთ-ერთია“, – ამბობს ის.

ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ სურს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და გამოხატავს თავის წინააღმდეგობას მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„მძევლები დაუყოვნებლივ უნდა დავაბრუნოთ. ეს არის ის, რაც ისრაელის ხალხს სურს. ჩვენ გვინდა, რომ ბრძოლა შეწყდეს და შეწყდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები