ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხიც უნდა აგებინო
მოდი და ნუ დაეთანხმები, რასაც ბატონი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი ამბობს. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა ხარ და შენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები გაგაჩნია, თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე სწორედ რომ არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხი უნდა აგებინო კიდეც, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ამგვარ მიდგომას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველგან უნდა დაუჭიროს მხარი, მათ შორის, საქართველოშიც, რომელმაც დიდი ხნის წინ დაიწყო არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ძალადობის აღსაკვეთად ბრძოლა.
“მოდი და ნუ დაეთანხმები, რასაც ბატონი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი ამბობს. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა ხარ და შენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები გაგაჩნია, თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე სწორედ რომ არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხი უნდა აგებინო კიდეც…
და ამ ბრძოლას მხარი უნდა დაუჭირო არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ ყველგან – ევროპაშიც, აზიაშიც და აფრიკაშიც, განსაკუთრებით კი იმ ქვეყანაში, რომელმაც ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო, ამ ქვეყანას კი საქართველო ჰქვია, რომელთან სტრატეგიული ურთიერთობაც აშშ-ის წინა ხელისუფლებამ შეაჩერა, დღევანდელობისგან კი ამ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ველით. იმ ბრძოლაში კი, რომელიც არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ძალადობის აღკვეთას ემსახურება, ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოა.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.