არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი: არ ვიცოდი, არასრულწლოვანი რომ იყო

,,მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი”, – ამის შესახებ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულმა მკლავჭიდელმა ქალმა, ხატია ვიბლიანმა მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პირი, ვის მიმართაც მას ძალადობას ედავებიან, არ იცოდა, არასრულწლოვანი რომ იყო.

„რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე… მე გიჟი არ ვარ… მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე. გამოძიების დაწყების შემდეგ, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე.

ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები.

ამას [ძალადობას] ვაღიარებ, მაგრამ ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან”,- განაცხადა ვიბლიანმა.

ცნობისთვის, ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები