ბექა დავითულიანი: ოპოზიცია იყოფა ორად, ერთი ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც გვპირდება 4 ოქტომბერს დამხობას, მეორე, რომელიც გვპირდება მეორე ადგილზე გასვლას – ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს ვპირდებით გამარჯვებას და ქვეყნის განვითარებას

ოპოზიცია იყოფა ორად, ერთი ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც გვპირდება 4 ოქტომბერს დამხობას, მეორე, რომელიც გვპირდება მეორე ადგილზე გასვლას. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს ვპირდებით გამარჯვებას და ამ ქალაქის და ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ბექა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ისინი ევროპიდან და ამერიკიდან ამ თავის გზავნილებს გააჟღერებენ, 4 ოქტომბერს შეეცდებიან, რომ რაღაც სპექტაკლი დადგან და სადღაც გაერთიანდებიან ალბათ არჩევნებში მონაწილე და ქუჩაში მღელვარების შემქმნელი ჯგუფები, 8 საათზე შეიკრიბებიან, იყვირებენ ერთი-ორი ღამე და დაიშლებიან.

500 კაცს თუ 4-ზე გაამრავლებ, არა მგონია საშიში იყოს რამე, მაგრამ საშიში არის თავად ის პროცესი და ის გზავნილები, რომელსაც აჟღერებენ ეს ჯგუფები. საშიში არის იმ განცდის შექმნა, რომ არჩევნების გარეშე ხელისუფლების ცვლილება არის ლეგიტიმური. არჩევნების გარეშე და სიტყვა დამხობის გამოყენებით. მშვიდობიანი დამხობა ელემენტარული გრამატიკა ვინც იცის, ხვდება, რომ არ არსებობს. დამხობა თავისთავად ძალადობას მოიცავს“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები