ზაალ ანჯაფარიძე ძალადობის დამფინანსებელი არასამთავრობოების შესახებ ჯეი დი ვენსის განცხადებაზე: თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების მანიფესტიაა, მაშინ, საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ კონკრეტული ქმედებებით, კერძოდ, ასეთი აქაური ორგანიზაციებისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტით
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც არეულობების და სხვა პოლიტიკური ძალადობის დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და მათ პასუხისგებაზე ისაუბრა.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის და მიდგომის ცვლილებების მანიფესტიაა, მაშინ წესით, ამას საქართველოშიც ვიგრძნობთ იმით, რომ ძალადობის წამახალისებელ აქაურ ორგანიზაციებს ყველანაირი დახმარება შეუწყდებათ.
“თუ ეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირადი მოსაზრებაა, მაშინ ის დარჩება ასეთად და ამის იქით არ წავა. ხოლო თუ ეს აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკის და ადრეული მიდგომების ცვლილების მანიფესტიაა, მაშინ წესით ეს აქ საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ კონკრეტული ქმედებებით. კერძოდ, ასეთი აქაური ორგანიზაციებისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტით.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.