ნანა კაკაბაძე: იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ქართველ ხალხში ეძიებდეს ძალაუფლებას, დარბიან საზღვარგარეთ და თავიანთ მეპატრონეებს ეხვეწებიან მხარი დაუჭირონ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობაში“
იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ქართველ ხალხში ეძიებდეს ძალაუფლებას, დარბიან საზღვარგარეთ და თავიანთ მეპატრონეებს ეხვეწებიან მხარი დაუჭირონ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობაში“. დღეს ერთადერთი, ვინც შეიძლება ძალაუფლება გადასცეს ხელისუფლებას, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ტერმინ „დამხობას“ გამოყენება უკვე კრიმინალია, რადგან დამხობა კონსტიტუციური გზა არ არის, ეს ძალადობაა, რომელიც დასჯადი ქმედებაა. კაკაბაძის განცხადებით, ხალხს აღარ უნდა ომი, აღარ უნდა დამხობა, ხალხს უნდა კონსტიტუციური გზით იმ ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ის ხმას მისცემს.
„ეს არის თავიდანვე წაგებული თამაში და ჩემთვის გაუგებარია, წაგებულ თამაშზე რატომ წავიდა ოპოზიცია. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ქართველ ხალხში ეძიებდეს ძალაუფლებას, დარბიან საზღვარგარეთ და თავიანთ მეპატრონეებს ეხვეწებიან მხარი დაუჭირონ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობაში“. დღეს ერთადერთი, ვინც შეიძლება ძალაუფლება გადასცეს ხელისუფლებას, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული ქართველი ხალხი. ვინც შეეცდება ქართველი ხალხის იგნორირებას, ხელისუფლების ძებნას ქვეყნის გარეთ, ის იქნება დამარცხებული“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.