ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირეები რუსული ენერგორესურსების შეძენას შეწყვეტენ.
„მაგრამ მე მზად ვარ სხვა საქმეებიც გავაკეთო, ოღონდ არა მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვისთვისაც მე ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.