ოთარ ანგურიძე: პრემიერის მიერ დაანონსებული 50-მილიონიანი პროგრამა, რომელიც ფერმერებს დაეხმარება ტექნიკის შეძენაში არის ცალსახად, პოზიტიური სიგნალი

“ბოლო პერიოდის გამოწვევებმა დაგვანახა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ წარმოებას”, – ამის შესახებ ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პრემიერის მიერ დაანონსებული 50 მლნ-იანი პროგრამა, რომელიც ფერმერებს დაეხმარება ტექნიკის შეძენაში არის ცალსახად, პოზიტიური სიგნალი.

“ბოლო პერიოდის გამოწვევებმა დაგვანახა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ წარმოებას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიური პროცესების დროს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება, რაც ვლინდება მრავალ წლიანი კულტურებით გაშენებული ბაღების სიმრავლეში, დამუშავებული მიწის ფართობებში, გადამამუშავებელი საწარმოების გახსნაში და რაც ყველაზე მთავარია ექსპორტის ზრდის დინამიკაში, მაინც რჩება ამ დარგში მრავალი გამოწვევა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი პრობლემას სწორედ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმცირე წარმოადგენს.

პრემიერის მიერ დაანონსებული 50 მლნ-იანი პროგრამა, რომელიც ფერმერებს დაეხმარება ტექნიკის შეძენაში არის ცალსახად, პოზიტიური სიგნალი, რომ მეტი პროდუქცია იქნეს წარმოებული და შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობა, რათა საქართველოში მეტი მიწის ფართობები იყოს ეფექტიანად გამოყენებული”,- წერს ანგურიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები