ზაზა წერეთელი: ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან, ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ ,,დელტა” ვირუსს, გავუღეთ კარი და ვუთხარით, რომ, აი, მობრძანდით რა
ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან, ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ ,,დელტა” ვირუსს, გავუღეთ კარი და ვუთხარით, რომ, აი, მობრძანდით რა, – ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მოსახლეობის 3-4%-ია აცრილი, რაც ზღვაში წვეთია.
„საქართველოს მდგომარეობა ძალიან პრობლემურია. 3-4%-ია აცრილი და ამას ზღვაში წვეთიც კი არ შეიძლება ეწოდოს. მით უფრო, რომ საქართველოსი შეზღუდვები მოხსნილია, საზღვრები – გახსნილი და ტურისტული სეზონია. უამრავი ხალხია და თან როგორც ირკვევა, ამ ტურისტულ სეზონზე ეს ხალხი არანაირ წესებსაც არ იცავს, ხომ, რა გითხრათ?! ეს ხუმრობაც არ არის. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან და უყვართ, ყველას თან გადაჰყვნენ. ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ დელტა ვირუსს, გავუღეთ კარი და ვუთხარით, რომ აი, მობრძანდით რა!“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.