ბექა მჭედლიშვილი: ვერ “გააპრავებთ”, ვერც ამას და ვერც აწი ვერაფერს, ყველაფერზე ჩაგიჯდებით და გამხელთ – ვითომ ჟურნალისტებო

“ტვ პირველის გაპრავების უსუსური მცდელობა”,- ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ტვ პირველის გაპრავების უსუსური მცდელობა. გუშინ თქვეს თითქოს არ იცოდნენ რომ მანქანაში ბავშვები იჯდნენ და ეგონათ პრემიერის მამა იჯდა. არადა კადრებში ნათლად ჩანს რომ იმასაც იღებენ, როგორ ჯდებიან ამ მანქანაში ბავშვები და როდესაც ბრუნდებიან, მაგ დროს მისდევს “ჟურნალისტი”. ვერ გააპრავებთ, ვერც ამას და ვერც აწი ვერაფერს, ყველაფერზე ჩაგიჯდებით და გამხელთ – ვითომ ჟურნალისტებო”,- წერს მჭედლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები