“ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ” – თეა წულუკიანი “მთავარის” მიკროფონით ფოტოს აქვეყნებს

“დღეს ამ მიკროფონით [მთავარი არხის] ვხსნი “ქართუ ფონდის” მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა და თან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიკროფონი უჭირავს ხელში.

მისი თქმით, ამიერიდან, ამ მიკროფონით აცნობებს საზოგადოებას კულტურისა და სპორტის სფეროს სიახლეებს.

“დღეს ამ მიკროფონით ვხსნი “ქართუ ფონდის” მიერ საოცრად რეაბილიტებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს – ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები