გია ხუხაშვილი: “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მცდელობა, გავიდნენ “სამობილიზაციო ელექტორატზე”, დაგვიანებულია, რადგან ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ
ექსპერტი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მცდელობა, გავიდნენ “სამობილიზაციო ელექტორატზე”, დაგვიანებულია, რადგან ეს სეგმენტი ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ მყარად დაიკავა.
“ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მცდელობა, გავიდნენ ე“სამობილიზაციო ელექტორატზე”, რომელსაც არ მოსწონს აწმყო (ქართული ოცნება), მაგრამ არც წარსულში (ნაც. მოძრაობა) დაბრუნება უნდა, დაგვიანებულია და ერთგვარი სიზიფეს შრომაა, რადგან ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…
შესაბამისად, ამ მცდელობებმა ისინი შესაძლოა, საერთოდ თამაშგარე დატოვოს”, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.