ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოუდგენელი თავხედობა და უკიდურესი ცინიზმია, როცა პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს
“წარმოუდგენელი თავხედობა და უკიდურესი ცინიზმია, როცა პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს”,- ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სენატორი ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.
“წარმოუდგენელი თავხედობა და უკიდურესი ცინიზმია, როცა პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს. ოჯახის ექსპერტმაც კი თქვა, რომ აქციაზე მიღებულ დაზიანებასა და ლექსოს გარდაცვალებას შორის კავშირი არ არსებობს. ეს განცხადება კი პირდაპირი წახალისებაა იმ რადიკალური ჯგუფების, რომლებიც დიდი ხანია ზღვარს გადავიდნენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს”, – წერს ნიკოლეიშვილი.
სენატორის თქმით, “სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს – ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა”.