ზაზა წერეთელი: შეიძლება, უფრო მძიმე სიტუაციაში შევიდეთ, ვიდრე ეს იყო შარშან – ყველა ქვეყანაში, სადაც DELTA შტამი დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულად იმატა

“ყველა ქვეყანაში, სადაც DELTA შტამი დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ მატება რეკორდულად დაიწყო”, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი აცხადებს.

მისი თქმით, პანდემიის კუთხით ქვეყანა შესაძლოა, უფრო მძიმე სიტუაციაში შევიდეს, ვიდრე ეს იყო შარშან.

“სამწუხაროდ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება იმიტომ, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი ფაქტია, ყველა ქვეყანაში, სადაც DELTA შტამი დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ მატება რეკორდულად დაიწყო. სხვა ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით პლუსი ის აქვთ, რომ რადგან იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, ჰოსპიტალიზაცია არ არის დიდი იმიტომ, რომ ვაქცინები იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან. მძიმე სიტუაციაშია ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო, არ მიყვარს ტრაგიკული სურათების დახატვა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა შეიძლება, იყოს ისეთი, რომ შესაძლოა, უფრო მძიმე სიტუაციაში შევიდეთ, ვიდრე ეს იყო შარშან. ეს ვარიანტი პირველი ვარიანტისგან განსხვავებით უფრო მზაკვრულია, უფრო სწრაფად ვრცელდება”, – აღნიშნა “დღის კურიერში” ზაზა წერეთელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები