ზაზა წერეთელი: აეროპორტში 200 კაცი იყო რიგში და არანაირი დისტანცია არ იყო დაცული, ზოგს პირბადეც არ ეკეთა, იგივე ვითარებაა იუსტიციის სახლში

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, აეროპორტსა და იუსტიციის სახლში ნანახი სიტუაციიდან გამომდინარე აცხადებს, რომ დახურულ სივრცეებში კოვიდრეგულაციების დაცვა არ ხდება.

“მარტო ვაქცინა არაა, აქ არის სხვა წესებიც, რომლის დაცვაც აუცილებელია. აეროპორტში ყურადღება მიიქცია იმან, რომ იყო 200-მდე კაცი და მუშაობდა მხოლოდ 3 საპასპორტო გამშვები პუნქტი და ეს 200 კაცი დგას უდიდეს რიგში და არანაირი დისტანცია. ზოგს პირბადეც არ ეკეთა. ახლა მოვდივარ იუსტიციის სახლიდან, იგივე ვითარებაა, დახურულ შენობაში გადაადგილდებიან პირბადის გარეშე. აცრილებმაც ისე უნდა გავაგრძელოთ წესების დაცვა იმიტომ, რომ ასეთი მდგომარეობაა”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა “დღის კურიერის ეთერში” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები