თამარ ტალიაშვილი: კრიზისებისა და პერფორმანსების მოწყობა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, აი, რით შემოიფარგლება ოპოზიციის საქმიანობის არეალი

“…და ეს ოპოზიცია ხვალ შარლ მიშელთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის უფლებამოსილებების გაზრდაზე დაიწყებს საუბარს. მაგალითად, მინისტრის მოწვევის და მოსმენის ფუნქციას როგორ ასრულებენ, ან ნებისმიერ სხვა ფუნქციას რომელიც ამომრჩეველმა მანდატით დააკისრა???”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“საქმე ისაა, რეალური, ნამდვილი კითხვები ან არ აქვთ, ან პასუხების მოსმენა არ სურთ.

პარლამენტში ტერორისტობაა ოპოზიციის ფუნქცია?!

კრიზისებისა და პერფორმანსების მოწყობა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, აი, რით შემოიფარგლება საქართველოში ოპოზიციის საქმიანობის არეალი (ინფორმაციისთვის, მიუხედავად ასეთი დესტრუქციისა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ შევძელით სხდომაზე განათლების, ურბანული განვითარების და სხვა მიმართულებებით კანონპროექტების მხარდაჭერა).

როცა ოპოზიცია მხოლოდ ერთი იდეით იღვიძებს და იძინებს, და ეს იდეა ძალადობრივი, დესტრუქციული ნაბიჯებით ხელისუფლების დამხობაა – მინიმუმ, დეპოლარიზაციის მომხრეობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ.

რისი მომსწრენიც დღეს გავხდით პარლამენტში – ძალიან შორსაა ხელისუფლების ცივილიზებული და კონსტრუქციული ოპონირებისგან”, – წერს ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები