შალვა პაპუაშვილი: ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში
“დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?
ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი წერს და აღნიშნავს, რომ ეს იყო ძალადობა სიმართლეზე, მორალსა და პარლამენტზე.
“ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.
ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.
სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.
თინასთან ვწუხვარ”, – წერს პაპუაშვილი.