ვახტანგ მაისაია: აღნიშნული ტრაგედიაა  არა მარტო ქართული, არამედ მთელი საერთაშორისო მასმედიისათვის

პოლიტოლოგი, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ანალიტიკოსი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

“საქართველოში მოხდა ტრაგედია, გარდაიცვალა საშინელი მხეცური თავდასხმის შედეგად ლექსო ლაშქარავა და აღნიშნული ტრაგედიაა  არა მარტო ქართული, არამედ მთელი საერთაშორისო მას-მედიისათვის. ვუსამძიმრებ პირველ რიგში ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს და ჟურნალისტურ საზოგადოებას. ამ ტრაგედიას თან დაერთო, მეორე საშინელება, ლექსო ლაშქარავას ცხედრის გატაცება და მისი გადაყვანა სამხარაულის დაწესებულებაში შესაბამისი სამსახურების მიერ. ქვეყანა, რომელიც 21-ე საუკუნეში შევიდა და ცხოვრობს, მოწმეა ასეთი ბარბაროსობის და დაფიქრება გვმართებს ყველას….”, – წერს მაისაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები