პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, ამიტომ გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა – კელი დეგნანი

პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ჰკითხა, რომ “წაახალისა თუ არა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა მის მიერ გაკეთებული განცხადებით”.

„პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები