სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას თავმჯდომარეობით ონლაინ ფორმატში ევოპალატის (EUROCHAMBERS) გაფაროთოებისა და სამეზობლო კომიტეტის სხდომა გაიმართა

სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას თავმჯდომარეობით ონლაინ ფორმატში გაიმართა ევოპალატის (EUROCHAMBERS) გაფაროთოებისა და სამეზობლო კომიტეტის სხდომა, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და არსებულ მდგომარეობას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებით.

გამართული შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ევროკავშირის მეზობელ რეგიონებში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებით ევროკავშირის გაფართოების საკითხები და არსებული პროგრესი.
შეხვედრის გახსნისას, გიორგი პერტაიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით ევროკავშირის მხარდამჭერი პოლიტიკისა და მათ შორის დინამიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც კიდევ მეტად შეუწყობს ხელს ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციას.
პალატის პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში ერთიანობა და თანამშრომლობა პროგრესის/წარმატების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. სავაჭრო სამრეწველო პალატების როლის გაძლიერება აღნიშნულ პროცესში კი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და მის სამეზობლო ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომიტეტის თანათავმჯდომარე, თურქეთის პალატების და ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტი რიფატ ჰისარჩიკლიოღლუ, ევროკომისარ ოლივერ ვარელის წარმომადგენელი მაია კოჯიანჩიჩი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საინვესტიციო პალატის გენერალური დირექტორი ტატიანა შტერჟოვა-დუშკოვსკა. პალატის პრეზიდენტმა აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ თანმიმდევრული მუშაობით და ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანა შეძლებს ევროკავშირში ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები