მარინა კალიურანდი: მადლობა გიორგი გახარიას შეხვედრისთვის, კარგია სხვადასხვა პარტიისგან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება

ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერზე” ეხმაურება.

„ყოველთვის კარგია სხვადასხვა პარტიისგან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ქვეყნის მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. მადლობა გიორგი გახარიას დღევანდელი შეხვედრისთვის“, – წერს კალიურანდი.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიუსელში გუშინ ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები