გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი – კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე – ნატო-ში.

ამასთან, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები