იემენის სანაპიროსთან 150-ზე მეტი მიგრანტის ცხედარი იპოვეს

იემენის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. კატასტროფას 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ტელეარხი – Al Hadath-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, არალეგალი მიგრანტები ელ-არასკენ მიემართებოდნენ, სანაპიროსთან ახლოს კი მათი ნავი მცირე ზომის მეთევზეთა ხომალდს შეეჯახა და გადაბრუნდა.

გაზეთ Al-Ayyam-ის ინფორმაციით, ნავში სულ 400 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები