თვითმხილველების ინფორმაციით, „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა(ვიდეო)

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში გადავარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა.შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა და 1 გარდაიცვალა, ინფორმაციას „112“-ის პრესსამსახურში ადასტურებენ.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები